სასწავლო პროექტი

პროექტის  სახელწოდება:  ა. ს. პუშკინის  ცხოვრება  და  მოღვაწეობა.



პროექტის  მთავარი  თემა: პოეტის  ცხოვრებისა  და  შემოქმედების   გაცნობა.

პროექტის  აქტუალობა:  მოსწავლეები იღებენ ინფორმაციას  ინფორმაციას  პუშკინის  შემოქმედებაზე.

ინფორმაციის  მოპოვება:   ინტერნეტის  საშუალებით  და  მისი   თარგმნა, სახელმძღვანელოს გამოყენება.

პროექტის  მიზანი:  მოსწავლემ  უნდა მოიძიოს  ინფორმაცია  პოეტის  ცხოვრებასა   მოღვაწეობაზე.  ინტერნეტის   საშუალებით  მოიპოვოს   მასალა.



მონაწილეთა  ასაკი:  14  წელი.

ხანგრძლივობა:  5  დღე.

მოსალოდნელი  შედეგები:  
  • მოსწავლეები  ინტერნეტის  საშუალებით   ეძებენ  ინფორმაციას   პოეტის  შესახებ.   
  • ეცნობიან  საქართველოსა და რუსეთს  შორის  კულტურულ  ურთიერთობას,   ინფორმაციის  თარგმნა  ქართულიდან  რუსულზე  რაც  ეხმარება  მათ  ლექსიკური  მარაგის  გამდიდრებაში.   
  • აითვისებს  წერისა და  კითხვის  უნარ-ჩვევებს, გაიუმჯობესებს ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობას.


პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:  კომპიუტერი,  ფოტოები,  წიგნი.

პროექტის  მსვლელობა:

აქტივობა 1   შერჩეულ  თემას  ვწერ  დაფაზე.  ვყოფ  კლასს  და  ვირჩევთ  ლიდერს,  რომელიც  ანაწილებს  დავალებებს  ჯგუფის  წევრებზე.

 აქტივობა 2  ჯგუფებს  ეძლევა დავალება;  მოიძიონ  ინფორმაცია  პუშკინის  შესახებ.

აქტივობა 3.  მოსწავლეები  წარმოადგენენ  ინფორმაციას,  ფოტოებს,  ლექსებს,  პოეტის  ცხოვრებასა  და  მოღვაწეობაზე.

აქტივობა 4.  მოსწავლეები  თავად  გამოავლენენ  საუკეთესო  ნამუშევრებს  და  აფასებენ
ერთმანეთს.  გამარჯვებულია  ის  გუნდი,  რომელსაც   ექნება  მეტი  ინფორმაცია, კარგი   გაფორმება  და  ჯგუფის  ყველა  წევრი  იქნება  ჩართული  მუშაობის  პროცესში  პრეზენტაციის  დროს.

აქტივობა 5.  პრეზენტაციის  დროს  მოსწავლეებს  განუვითარდებათ  რუსულად  წერის,  საუბრის  მეტყველების  უნარ-ჩვევები,  რაც   ახდენს  მათი  ლექსიკური  მარაგის  გამდიდრებას.



საგნებთან საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: რუსული-პუშკინის ბიოგრაფია, ისტი-ინფორმაციის მოპოვება ინტერნეტში.

პროექტის ხელმძღვანელი: მარინე ჩხაიძე

ელ.ფოსტა: marinechkhaidze@gmail.com

No comments:

Post a Comment