გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
ა.ს.პუშკინის  მეგობრები.
საგანი/პედაგოგი
რუსული ენა და ლიტერატურა    მარინა ჩხაიძე
სწავლების საფეხური/კლასი
მეათე  კლასი
მოსწავლეთა პროფილი
15 მოსწავლე/განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეებს განუვითარდებათ გაცნობითი და ძიებითი კითხვის, საუბრის, წერის და სოციალური უნარ-ჩვევები
მიზანი და მისაღწევი შედეგები
მოსწავლე გაეცნობა ცნობილი  რუსი  მწერლის  ა. პუშკინის შემოქმედებას. იმსჯელებს, ისაუბრებს, გააკეტებს დასკვნებს და გაანალიზებს მიღებულ ინფორმაციას
·         მოსწავლე შინაარსის გაგების გაადვილების მიზნით იყენებს სათანადო სტრატეგიებს
·         ტექსტს  ყოფს შინაარსობრივ  ნაწილებად  და  განარჩევს  მთავარ  საკითხს.
·         გამოაქვს დასკვნა ტექსტიდან გამომდინარე.

წინარე ცოდნა
ლექსიკური  მარაგი,  გრამატიკული  ცოდნა.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწაავლეებს  ვაფასებ  წინასწარ  შედგენილი  შეფასების  სქემის   მიხედვით.
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
სასწავლო  მასალა: სახელმძღვანელო, დაფა, თვალსაჩინოება, დამატებითი  ლიტერატურა, კომპიუტერი, პროექტორი.
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი  
კლასის ორგანიზაცია, მისალმება-2 წთ.
გაკვეთილის ფაზა-გამოწვევა.
აქტ. 1- გონებრივი, იერიში 5-7 წთ.
მასწავლებელი სვავს კითხვებს:
1.      რომელი  სასწავლებელი  დაამთავრეს  პუშკინმა  და  მისმა  მეგობრებმა?
2.      რომელი ზედმეტსახელებით  მიმართავდნენ მეგობრები  ერთმანეთს?
3.      რა დამოკიდებულება ჰქონდათ მეგობრებს ერთმანეთში?
4.      რას  წერდნენ  მეგობრები  პუშკინის  დუელის  შესახებ?
გაკვეთილი ფაზა- ცოდნის კონსტრუირება
აქტ. 2 - მოსამზადებელი სამუშაო.
·         ტექსტში გამოყენებული ახალი სიტყვების დამუშავება-შესწავლა
·         სიტყვების სწორი წარმოთქმა
·         ბიოგრაფიული ცნობები  ა.  პუშკინის შესახებ
აქტ. 3. გაცნობითი კითხვა - 10 წთ.
·         მოსწავლე კითხულობ ტექსტს, ყოფს ნაწილებათ და ასათაურებს
·         მოსწავლე პასუხობს 10-12 კითხვაზე სწორია თუ არა? ,,კი“, ,,არა“
აქტ. 4. ძიებითი კითხვა - 10 წთ.
·         მოსწავლე ყურადღებით კითხულობს ტექსტს და პასუხობს დასმულ კითხვებს
·         მოსწავლე აკეტებს მასწავლებლის მიერ მიცემულ ტესტს
გაკვეთილის ფაზა - რეფლექსია.
მასწავლებელი აფასებს კლასის მუშაობას - 3 წთ.
·         საუბრისას აზრობრივი საუბრისას თანმიმდევრობა
·         საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა
·         ლექსიკური, გრამატიკული კონსტრუქციის სწორი გამოყენება
·         საშინაო დავალება - 3 წთ.
·          ტექსტი  თხრობით
·         დავალება N5, N6 - ტექსტის გამოყენებით

No comments:

Post a Comment